შინაარსი

ჩვენ შესახებ

russky.info – ესაა რუსულის ენის ონლაინ შემსწავლელი მრავალენოვანი ვებგვერდი.

ზოგადი ინფორმაცია

ვებგვერდზე გამოყენებულია თანამედროვე პედაგოგიური მასალები და ასევე წარმოდგენილია რუსეთში ცხოვრებასა და მუშაობასთან დაკავშირებული პრაქტიკული ინფორმაცია.

პროექტი შექმნილია რუსული ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, რომელსაც სამ ევროპულ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობათა ენის სტატუსი გააჩნია და რომელზეც ევროკავშირის იმიგრანტთა უმრავლესობა საუბრობს. რუსულის ცოდნა უმნიშვნელოვანესია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან პარტნიორებთან ეკონომიკურ კავშირთა დასამყარებლად.

ევროკავშირის მხარდაჭერით წინამდებარე პროექტის განსახორციელებლად 2014 წლის სექტემბრიდან ევროპის შვიდი ქვეყნიდან ათი პარტნიორი გაერთიანდა. ვებგვერდი თავდაპირველად ცხრა ენაზე შეიქმნა: ბულგარულად, ჩეხურად, ინგლისურად, გერმანულად, ლიტვურად, პოლონურად, სლოვაკურად, სლოვენიურად და ესპანურად. პარტნიორებმა ვებგვერდი ურთიერთთანამშრომლობით შექმნეს, შეიმუშავეს სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებული საინტერესო კურსები და სავარჯიშოები. russky.info – ესაა რუსული ენის შემსწავლელი საინტერესო და სასარგებლო მეთოდი. წინამდებარე ვებგვერდზე უფასოდაა წარმოდგენილი დაწყებითი დონიდან რუსულის შესასწავლად საჭირო ყველა ინფორმაცია. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მულტიმედია სასწავლო მასალები, ინტერაქტიული სავარჯიშოები, აუდიო და ვიდეომასალები, ტექსტები და ქვიზები.

წინამდებარე ვებგვერდის ძირითადი სამიზნე ჯგუფია რუსული ენით, კულტურითა და ტრადიციებით დაინტერესებული ხალხი. ვებგვერდი ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი – როგორც სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე პირთა, ასევე მოსწავლეთა, ტურისტთა და სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებთათვის საგანმანათლებლო მიზნებისათვის. კურსის ცალკე კომპონენტს წარმოადგენს ბიზნესმოლაპარაკებებში პარტნიორულ ურთიერთობათა წარმოებისათვის საჭირო საქმიანი რუსულის ენის კურსი.

პარტნიორები

პროექტი ხორციელდება ათწევრიანი ჯგუფის მიერ შვიდი ევროპული ქვეყნიდან.

Edukácia@Internet

სლოვაკეთი | https://www.ikso.net

საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, კულტურათშორისი სწავლების ხელშეწყობისა და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ორგანიზებით მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო თანამშრომლობასა და კომუნიკაციაზე ორიენტირებული ახალგაზრდული ორგანიზაცია.

Studio Gaus GmbH

გერმანია | https://www.studiogaus.com

სააგენტოს საქმიანობის მთავარი სფერო მოიცავს მასშტაბურ ინტერაქციულ საგანმანათლებლო ინტერნეტპროექტთა განხორციელების ყველა მნიშვნელოვან ეტაპს - დაწყებული კონცეფციის შემუშავებიდან და კორპორატიულ სტილთა შექმნიდან, დამთავრებული მოცემულ სამუშაოთა წესრიგში მოყვანითა და ვებგვერდის ლინგვისტურ-დიდაქტიკური შიგთავსის დაგეგმვით, აგრეთვე ამ პროექტთა პირდაპირი დაპროგრამებითა და გაშვებით.

Katolícka univerzita v Ružomberku

სლოვაკეთი | http://www.ku.sk

კლასიკური კათოლიკური უნივერსიტეტი Katolícka univerzita v Ružomberku (რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი) გაიხსნა 2000 წლის 10 მაისს. უნივერსიტეტი აერთიანებს ოთხ ფაკულტეტს: ფილოსოფიურს, პედაგოგიურს, თეოლოგიურსა და ჯანდაცვის. რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი ოცდაათზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

Ostravská univerzita

ჩეხეთი | http://www.osu.cz

ოსტრავას უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს და თავდაპირველად მთავარი აქცენტი მიმართული იყო საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებებისადმი. ამჟამად უნივერსიტეტი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებათა ფართო სპექტრს (215 სხვადასხვა პროგრამა) გვთავაზობს და მოიცავს 6 ფაკულტეტსა და 2 დამოუკიდებელ ინსტიტუტს. ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვია 10 000. იძლევა რა სხვადასხვა სფეროში ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას, უნივერსიტეტი ევროკავშირისა და „ევრაზიის აკადემიური პროგრამის“ მრავალ პროექტში მონაწილეობს.

Vilniaus universitetas

ლიტვა | http://www.vu.lt

1579 წელს დაარსებული ვილნიუსის უნივერსიტეტი ლიტვის უმსხვილესი და ყველაზე ძველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს 12 ფაკულტეტს, 7 ინსტიტუტს, 4 საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრს, მდიდარ ბიბლიოთეკას, ბოტანიკურ ბაღსა და მუზეუმს. 2016 წლის დასაწყისისთვის სტუდენტთა რაოდენობა 20 487-ს შეადგენდა, რომელთაგანაც დაახლოებით 1 500 ირიცხებოდა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ლიტვური, გერმანული, ფრანგული, იტალიური და სლავური ენები.

Fundacja Novinka

პოლონეთი | http://www.novinka.pl

საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში პროექტებს ახორციელებს. პროექტთა ძირითადი მიმართულებებია: კულტურათშორისი დიალოგი, საერთაშორისო თანამშრომლობა, ციფრულ ქსელთა განვითარება და ინოვაციური თანამშრომლობა ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ, ევროპულ და გლობალურ დონეებზე.

Chamber of commerce and industry (CCI)

ბულგარეთი | http://www.cci.dobrich.net

Die Industrie- und Handelskammer (CCI) Dobritschs ist eine lokale Organisation, welche die Gesellschaften und Unternehmen in Dobritsch unterstützt. Zu den Grundaktivitäten der CCI gehören: Schutz der Interessen der Unternehmen, Unterstützung von Businessprojekten, Organisation von Ausstellungen und verschiedenen Aktivitäten, Kontakt mit der Regierung und den lokalen Medien.

Inter-kulturo d.o.o.

სლოვენია | http://www.inter-kulturo.si

Das slowenische Unternehmen Inter-kulturo hat sich auf internationale Projekte und Zusammenarbeit in den Bereichen Bildung und Kultur spezialisiert, insbesondere im Bereich Sprachen. Ein zusätzliches Betätigungsfeld sind Übersetzungsprojekte: Inter-kulturo publiziert slowenische Literatur in anderen Sprachen und weniger bekannte Werke der Weltliteratur in Slowenisch.

Mediaost Events & Kommunikation

გერმანია | http://www.mediaost.de

Die Berliner PR- und Marketing-Agentur Mediaost arbeitet in den Bereichen Public Affairs, PR und Kommunikation im deutsch-russischen bzw. deutsch-osteuropäischen Kontext. Mediaost beschäftigt sich mit der Organisation und der PR-Unterstützung von internationalen Projekten des Berliner Senats, dem Kulturministerium Russlands und anderen staatlichen Institutionen. Die Agentur fungiert darüber hinaus vor allem in osteuropäischen Ländern als kompetenter Partner für Filmproduktionen und die Promotion von Internetplattformen.

Statny pedagogicky ustav

სლოვაკეთი | http://www.statpedu.sk

ბრატისლავას სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი – ესაა სლოვაკეთში პედაგოგიკის სფეროში ყველაზე ძველი და უმსხვილესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება. ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან. მთავარი საქმიანობა მიმართულია ყველა საგანმანათლებლო დონისათვის სახელმწიფო პედაგოგიურ პროგრამათა შემუშავებაზე. სტუდენტებს შემდეგ უცხო ენათა არჩევა შეუძლიათ: ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული, იტალიური, ესპანური.

პარტნიორი პროექტები

გნებავთ თანამშრომლობა?

შემოგვიერთდით

ზემოთ